Saturday, June 6, 2009

დიდი პირამიდა - ერთადერთი შემორჩენილი საოცრება

მაცხოვრის მოვლინებამდე დაახლოებით საუკუნე-ნახევრით ადრე სახელგანთქმულმა ბერძენმა მათემატიკოსმა ფილონ ბიზანტიელმა დაწერა მცირე რიტორიკური ტრაქტატი, რომელსაც ”დე სეპტუმ ორბის სპექტაკლეს”, ანუ ”სამყაროს შვიდი საოცრება” უწოდა. სამწუხაროდ, ამ ტრაქტატში შესული შვიდი საოცრებიდან სამი: სემირამიდას დაკიდებული ბაღები, როდოსის კოლოსი, ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში - უკვალოდაა გამქრალი. სამის - ალექსანდრიის შუქურის, მაუზოლუსის აკლდამისა (ჰალიკარნასში) და არტემიდას ტაძრისა (ეფესო), მხოლოდ უმნიშვნელო ნამსხვრევებია დარჩენილი. რაც შეეხება ხეოფსის (ხუფუს) დიდ პირამიდას, ის ერთადერთია სამყაროს საოცრებათაგან, რომელსაც დრომ და ბედისწერამ, თითქმის ვერაფერი დააკლო.

სივრცე, რომელიც ამ უზარმაზარ ძეგლს უჭირავს, ერთად დაიტევს რომის წმინდა პეტრეს, უესტმისტერის სააბატოს, ფლორენციისა და მილანის უდიდეს ტაძრებს.

ხეოფსის პირამიდა 2.300 000 ქვის ბლოკითაა ნაგები და სიმაღლით 146 მეტრია. თითოეული ბლოკის წონა რამდენიმე ათეული ტონაა, ზოგიერთის კი 200 ტონასაც აღწებს. ხეფრენის (ხაფრა) პირამიდის სიმაღლე 143.5 მეტრია, მიკერინისა (მენკაურა) - 65.5 მ. ხეოფსის დიდი პირამიდის არქიტექტორია ხემიუნი.

პირამიდებზე, ისევე როგორც ეგვიპტური კულტურის სხვა სიმბოლოებზე, მრავალი მოსაზრებაა გამოთქმული. ერთერთი ინტერპრეტაციით, პირამიდა მთის სახეხატებაც არის, სიმბოლო დასაბამიერ და ქაოსურ წყალთან ამოზიდული იმ პირველი ბორცვისა, რომლითაც დაიწყო სიცოცხლე დედამიწაზე.

No comments:

Post a Comment